ადაპტირებული ბათუმის ბულვარი - რას გულისხმობს ახალი კონცეფცია?

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

2019 წლიდან ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ბულვარის და სანაპირო ზოლის ადაპტირებას იწყებს.  ინფრასტრუქტურული  პროექტების  საჯარო განხილვაზე შეხვედრის მონაწილეები იმ კონცეფციას გაეცნენ,  რომლის მიხედვითაც იგეგმება  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის  პლაჟზე გადასასვლელების, ადაპტირებული გასახდელების, საშხაპეებისა და  ატრაქციონების მოწყობა. საქართველოში პირველად, მომავალ წელს  სანაპირო ზოლზე დამონტაჟდება პანდუსები, რომლის მეშვეობითაც ეტლით მოსარგებლეები ზღვაში შესვლას დამოუკიდებლად შეძლებენ.

შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე პირების ჩართულობით  შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. მათ რეკომენდაციებს პროექტის ავტორები გაიზიარებენ. უცნობია რა თანხები დაიხარჯება პროექტების განხორციელებისთვის. ხარჯთაღრიცხვა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  უნდა შეადგინოს. კონცეფციის საჯარო პრეზენტაციას, ბულვარის ადმინისტრაციის, აჭარის მთავრობისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამავე კატეგორიაში