ნობელების შთამომავალი ბათუმშია

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1816 ნახვა

ძმები ნობელების საქართველოში მოღვაწეობის შესახებ  წიგნი მზადდება. მისი ავტორი შვედეთის ბიზნესის ისტორიის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბათუმშია. საქართველოში იმყოფება  ტუმას ტაიდენი - ლუდვიგ ნობელის შვილთაშვილი.

დღეს მან ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა, სადაც ის ექსპონატები ინახება, რომელიც ნობელების სახელს და ბათუმში მათ მოღვაწეობას უკავშირდება. შვედეთის დელეგაციის წევრები ბათუმის პორტში იმყოფებოდნენ, მოინახულეს არქივიც, დაათვალიერეს ის დანადგარები, რომლითაც ცნობილი მრეწველები მეცხრამეტე საუკუნეში ნავთობს მოიპოვებდნენ. 

ამავე კატეგორიაში