რუსი სამხედროების მიერ დაკავებულები გაათავისუფლეს

21 ოქტომბერი 2018, 00:00 1576 ნახვა

რუსი სამხედროების მიერ ლომისის მონასტერთან დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს. მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალებმა მონასტრის ბერ-მონაზონი და მრევლი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.მომხდარ ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

ამავე კატეგორიაში