პრეზიდენტის სიძე პროკურატურაში დაიბარეს

27 ივლისი 2016, 00:00 4587 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, მინდია გოგოჭური უწყებაში 15 საათზე, მოწმის სახითაა დაბარებული. საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. მოგვიანებით, შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ სამართალდამცველებმა პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.

ამავე კატეგორიაში