არასრულწლოვნის ქორწილს სკოლის დირექტორი ესწრებოდა

22 ოქტომბერი 2018, 00:00 3100 ნახვა

ქობულეთის  ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანთა ქორწინების ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ინფორმაციას TV25 ავრცელებს. 15 წლის არასრულწლოვანს ქორწილი გუშინ ჰქონდა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ქორწილში იმყოფებოდა მოზარდის სკოლის დირექტორი. 16  წელს მიუღწეველ პირთან ქორწინება დანაშაულია. ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს თექვსმეტ წელს მიუღწეველთან.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. ცოტნე ანანიძე აქცენტს მხოლოდ იმაზე აკეთებს რომ შესრულდა მხოლოდ რიტუალი და წყვილი ერთად არ ცხოვრობს. დადგება თუ არა ფაქტის შეუტყობინებლობის გამო სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი?-აჭარის განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიების დასრულებამდე უწყება ზომებს ვერ გაატარებს. ცნობისთვის, სკოლის ადმინისტრაცია ვალდებული იყო სოციალური სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინა. 

ამავე კატეგორიაში