პროფესიულ სასწავლებლებში მზარეულის სპეციალობა ყველაზე მოთხოვნადია - განათლების სამინისტრო

23 ოქტომბერი 2018, 00:00 1873 ნახვა

პროფესიულ სასწავლებლებში ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები დასახელდა. 5 853 ვაკანტური ადგილის დაკავებას წელს 10 850 აბიტურიენტი შეეცდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებს, სწავლის მსურველთა მაქსიმალური რაოდენობა მზარეულის სპეციალობაზე დაფიქსირდა, სადაც 320 ადგილი იყო, განაცხადი კი 1 359-მა პირმა შეიტანა.

მზარეულის შემდეგ, ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობებია: ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა: ვებინტერფეისის დეველოპერი: ელექტროობა: კულინარიის ხელოვნება: ბაგა – ბაღის აღმზრდელი – პედაგოგი: საოფისე საქმე: ბუღალტრული აღრიცხვა:  სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი:  და საბაჟო საქმე: პროფესიულ სასწავლებლებში სწავლის მსურველთა ტესტირება 4 ნოემბერს ჩატარდება, საქართველოში ამ ეტაპზე 39 სახელმწიფო და 44 კერძო პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს.

ამავე კატეგორიაში