8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

26 ოქტომბერი 2018, 00:00 3344 ნახვა

8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია 34 წლის მამაკაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობს.  სამართალდამცველებმა გოგონას გადაადგილების მარშრუტი დეტალურად შეისწავლეს. სწორედ ამის შემდეგ კინოლოგების დახმარებით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მიაკვლიეს, სადაც სისხლის კვალი იპოვეს.  

"შსს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის ცხელ კვალზე გატარებული გამოძიების შედეგად, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, ინიციალებით ი.ნ. კომპლექსური გამოძიების შედეგად, ასევე, იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომელზეც სისტემატურად გადაადგილდებოდა გარდაცვლილი 8 წლის გოგონა, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა დეტალურად თითოეული ბინა. აღმოვაჩინეთ საეჭვო სისიხლის კვალი, რაზეც შესაბამისად დაინიშნა ექსპერტიზა. 

ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დაკავებული იქნა პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ პუნქტით" - განაცხადა შს მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძე. 

გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამ ეტაპზე მკვლელობის მოტივზე ვერ საუბრობენ.

გუშინ, 25 ოქტომბერს გორში სკოლისკენ მიმავალი 8 წლის გოგონა დაიკარგა. საღამოს პოლიციამ იგი მოკლული მდინარის პირას იპოვ

ამავე კატეგორიაში