უკრაინის მოქალაქე აქსანა ტკაჩუკი ყოფილ მეუღლეს 3 წლის შვილის გატაცებაში ადანაშაულებს

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2343 ნახვა

3 წლის ბავშვის დედა ყვება, რომ ყოფილმა მეუღლემ საქართველო-თურქეთის საზღვარზე ბავშვი დედის თანხმობის გარეშე, ყალბი პასპორტით, 8 სექტემბერს გადაიყვანა. ამის შესახებ კი ორი დღის შემდეგ, 10 სექტემბერს გაიგო, როდესაც შეთანხმებისამებრ მამას შვილი დედასთან უნდა მიეყვანა. მისი განმარტებით, შეთანხმების საფუძველზე ბავშვი შაბათ-კვირას მამასთან რჩებოდა. 

​აქსანას ყოფილი მეუღლე იორდანიის მოქალაქეა. აქსანა ირწმუნება, რომ 8 სექტემბერს ქვეყნიდან გავიდა და ბავშვი ახალი პასპორტის გადააპარეს. 

"ყოფილ მეუღლეს დავუკავშირდი და შარიათის მიხედვით მემუქრება" - ამბობს დედა, რომელიც შვილის დაბრუნებას ცდილობს. ''ის ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელია, ინტერნეტის საშუალებით ბავშვის ნახვის საშუალებასაც კი იშვიათად მაძლევს''.

უკრაინის მოქალაქე ამბობს, რომ საზღვრის კვეთა უკანონოდ მოხდა და სახელმწიფოს ჩარევას ითხოვს. მოქალაქემ სასამართლოს უკვე მიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შესაბამის სტრუქტურებში ამოწმებს ინფორმაციას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში