13 წლიანი ისტორიის შემდეგ, დარჩება თუ არა ბიაფი მერიის ფინანასური მხარდაჭერის გარეშე...

26 ოქტომბერი 2018, 00:00 2327 ნახვა

ბათუმის მერიამ კულტურული ფესტივალების დაფინანსების სისტემა შეცვალა, რის გამოც შესაძლოა საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსება განახევრდეს ან, ბიაფი საერთოდ ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

ამის ალბათობას ახალი მოდელი უშვებს, რაც დასაფინანსებელი ფესტივალების კონკურსის გზით შერჩევას გულისხმობს. ამასთან ახალი მოდელით თანხის მაქსიმალური ოდენობა 100 ათასი ლარი იქნება, ბიაფი კი წელს 200 ათასი ლარით დაფინანსდა. კინოფესტივალის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დაფინანსების შემცირება 13-წლიან შრომას, საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარობას და განვითარებას უკან დახევს. მერია კი კვლავ თანასწორ პირობებზე საუბრობს.

ამავე კატეგორიაში