ნარგავების გადატანა მოსახლეობამ გააპროტესტა

15 აპრილი 2016, 00:00 4722 ნახვა

ქობულეთში ზღვის სანაპირო ზოლიდან ნარგავების გადატანა მოსახლეობამ გააპროტესტა. მათი ინფორმაციით, მცენარეების გადატანა ბათუმში  კერძო ტერიტორიაზე იგეგმებოდა. ადგილზე ქობულეთის გაწვანების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვახტანგ ნემსაძის თქმით, ტერიტორია შპს აჭარის კურორტებს ეკუთვნის და მცენარეები მესაკუთრეს გადაჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოთხრილი ბუჩქები ადგილზე ხელახლა დარგეს.

ამავე კატეგორიაში