ავტოავარიის დროს ქვეითი დაშავდა

27 ოქტომბერი 2018, 00:00 3062 ნახვა

ბათუმში, გორგასალისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში, ავტოავარიის შედეგად ქვეითი დაშავდა, რომელიც ბორდიულზე ავარდნილმა ვტომობილმა დააზიანა.

როგორც თვთმხილველები ყვებიან, ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ერთ-ერთი მანქანა ტროტუარზე გადავარდა და ხეს დაეჯახა. სწორედ ხეზე შეჯახებისას დაზიანდა ქვეითი, რომელიც ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გადაიყვანა.

სასწრაფო დახმარების ბათუმის ცენტრში ამბობენ, რომ დაზარალებული შოკის მდგომარეობაში შევიდა სტაციომარში.

შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში