რა ვადით შეიწყალეს და როდის 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1621 ნახვა

გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის საქმე, 2016 წლის დეკემბერში შეწყალების კომისიაზე განიხილეს. ზვიად ქორიძის განცხადებით, დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად პრეზიდენტმა კომისიის რეკომენდაცია იაგო ნებიერიძეს სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ გაიზიარა და მას დარჩენილი სასჯელიდან მხოლოდ ერთი წელი და ერთი თვე ჩამოაკლო. 

ნებიერიძე 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით იხდიდა სასჯელს და 18 წლითა და 4 თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. სააპელაციო სასამართლომ მას მსჯავრი ერთი წლით შეუმცირა.

კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, კომისიაზე საქმის განხილვის დროს ნებიერიძეს 8 წელი და 3 თვე მოხდილი ჰქონდა. 

''კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია. კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: იაგო ნებიერიძეს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი'' - წერია შეწყალების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ზვიად ქორიძის განმარტებით, მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის გახდა ცნობილი, რომ იაგო ნებიერიძე ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში სახალხო დამცველი მოიხსენიებდა.

ამავე კატეგორიაში