ინსტრუქცია ადამიანებს, რომელსაც ბიულეტენზე მობილურით ფოტოს გადაღებას სთხოვენ

28 ოქტომბერი 2018, 00:00 1648 ნახვა

"სამართლიანი არჩევნები" ამომრჩევლებს ინსტრუქციას სთავაზობს, როგორ უნდა დაიძვრინონ თავი, თუ უშუალო ხელმძღვანელი მათ არჩევანზე გავლენის მოხდენას ცდილობს, შედეგის დასადასტურებლად კი გამოყენებულ ბიულეტენზე ფოტოს გადაღებას სთხოვს. 

ორგანიზაციაში კონკრეტულ ფაქტებზე არ საუბრობენ, თუ ვინ მოსთხოვა ან ვის სთხოვენ სასურველი კანდიდატის შემოხაზვას და ბიულეტენზე ფოტოს გადაღებას, თუმცა თავს იზღვევენ და ამგვარ შესაძლებლობას უშვებენ. 

„სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩეველზე ზეწოლა და ნების გამოვლენაზე კონტროლი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

"იმისათვის რომ ამომრჩევლის არჩევანი დაფიქსირდეს, საკმარისია ბიულეტენში მკაფიოდ გამოიკვეთოს სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა.

შესაბამისად, თუ ამომრჩეველს კონკრეტული ფორმით სთხოვენ გააკეთოს არჩევანი და ფოტო გადაუღოს, ამომრჩეველს შეუძლია შემდგომ გადახაზოს იძულებით გაკეთებული მონიშვნა (ან გადახაზოს ყველა კანდიდატი) და შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი. 
„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ" - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის ინსტრუქციაში, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება. 

დარღვევები ნახეთ აქ

ამავე კატეგორიაში