ბათუმში კორპუსიდან კაცი სავარაუდოდ გადმოვარდა

29 ოქტომბერი 2018, 00:00 4583 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, გადმოვარდა. 

შემთხვევის ადგილზე მისულ, ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს, კაცი გარდაცვლილი დახვდათ.

პოლიციამ ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენა.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, საქმის სხვა დეტალები კი ამ ეტაპზე ზუსტდება. 

ამავე კატეგორიაში