ბათუმში ავარიის შედეგად ქალი დაშავდა

31 ოქტომბერი 2018, 00:00 4456 ნახვა

ბათუმში, თაყაიშვილისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ქალი დაშავდა, რომელიც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ''მედ ცენტრში'' გადაიყვანა. ამ ეტაპზე პაციენტს გამოკვლევები უტარდება. 

თვითმხილველების თქმით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირად ხდება. 

ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება. 

ამავე კატეგორიაში