გიგა ჩხარტიშვილი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს

01 ნოემბერი 2018, 00:00 4097 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, კენჭისყრაზე წარდგენილი ერთადერთი შერჩეული კანდიდატი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრად აირჩია. გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურას მხარი 13-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.

''ქართული ოცნების''  მხარდაჭერილი კანდიდატის ასარჩევად კი 11 ხმაც საკმარისი იყო.  

''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები და ''ევროპული საქართველოს'' დეპუტატები ფარულ კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.

აღნიშნული პოზიცია ორი წელია ვაკანტურია. ფრაქცია ''ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა ზაზა ხალვაშმა მრჩეველთა საბჭო საკუთარი სურვილით დატოვა.

გიგა ჩხარტიშვილის კანდიდატურა, საკონკურსო კომისიამ კიდევ 5 კანდიდატთან ერთად უმაღლეს საბჭოს რამდენიმე დღის წინ წარუდგინა. არჩევანი კი ,,ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ჩხარტიშვილზე შეაჩერა.

გიგა ჩხარტიშვილი მაუწყებელში სამი წელია მუშაობს. იგი სატელევიზიო მაუწყებლობის განვითარების სამსახურში გაყიდვების და დონორების მოზიდვის მენეჯერია.

მრჩეველთა საბჭოს წევრი 6 წლის ვადით აირჩიეს. გიგა ჩხარტიშვილის ხელფასი 2625 ლარი იქნება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში