ქედაში ავარიას 10 წლის ბავშვის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

01 ნოემბერი 2018, 00:00 48941 ნახვა

ქედაში, სოფელ დოლოგანში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბიჭის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

თვითმხილველების თქმით, მერსედესის მარკის ავტომობილი ჯერ ბორდიურს შეეჯახა, შემდეგ კი ლითონის მილს.

დაშავებულია კიდევ რამდენიმე მგზავრი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა პაციენტები ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში