აჭარის ტელევიზია 31 წლისაა

04 ნოემბერი 2018, 00:00 2278 ნახვა

„ლაპარაკობს და უჩევენებს ბათუმი“- სწორედ ასე მოგესალმნენ 31 წლის წინ ჩვენი ეთერით. დღეს აჭარის ტელევიზია  იუბილარია, პირველი გადაცემა 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა ეთერში. თავდაპირველად ტელევიზია  კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემით მაუწყებლობდა. პირველი საცნობის ანუ ქუდის ავტორი, მხატვარი მზია ხალვაშია. 1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს. 

არხმა განვითარების არაერთი ეტაპი გაიარა 2013 დღიან კი ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს. დროსთან ერთად იცვლებოდა ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვილობა და სტუდიები. სექტემბრიდან არხი ეთერში განახლებული რებრენდინგით გავიდა. ტელევიზიის ერთ-ერთ პრობლემად შენობის საკითხი რჩება. დღეიდან აჭარის ტელევიზია გიჩვენებთ საინტერესო  კადრებს ძველი გადაცემებიდან, რაც საშუალებას მოგცემთ კიდევ ერთხელ გადაავლოთ თვალი პერიოდს, რომელიც ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე გაიარა.

ამავე კატეგორიაში