ხელმისაწვდომი საცხოვრისის მშენებლობა განახლდა

05 ნოემბერი 2018, 00:00 1718 ნახვა

''იაფი სახლის მშენებლობა" განახლდა. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ  მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება. ბენეფიციარებს  სოციალურ სახლში ბათუმის მერიაში წლების განმავლობაში დაგროვებული 3 ათასამდე განცხადებიდან შეარჩევენ.

2016 წელს "იაფი სახლის" ასაშენებლად ბიუჯეტიდან 4 მილიონ ნახევარი გამოიყო, გამარჯვებულმა კომპანიამ ავანსად მიღებული მილიონ ნახევარი ლარი მიითვისა და გაუჩინარდა. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ქალაქის მერიას კი სოოციალური სახლის ასაშენებლად თანხების გათვალისწინება განმეორებით მოუხდა.

ამავე კატეგორიაში