ბათუმის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

05 ნოემბერი 2018, 00:00 1901 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეების ბარგში აღმოაჩინეს. ისინი საზღვარზე მედიკამენტების უკანონოდ შემოტანას ცდილობდნენ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 208 კაფსულა ფსიქოტროპული და 27 ცალი ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი ამოიღეს. 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 7 განყოფილებას გადაეცა.

ამავე კატეგორიაში