ხარიტონ ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქებული სახლის პროექტი ზონალურმა საბჭომ მოიწონა

06 ნოემბერი 2018, 00:00 1995 ნახვა

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე, 2017 წლის დეკემბერში, გაზის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად ახალი აიგება. პროექტი ზონალურმა საბჭომ გუშინ შეითანხმა.

პროექტის მიხედვით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, იგივე მასშტაბის სახლი აიგება. ბინები კი იმ 9 ოჯახს გადაეცემა, რომლებიც აფეთქების შემდეგ საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ და მერიას ქირით ჰყავს გასახლებული.  

მშენებარე კომპანიამ ნებართვის მიღების პროცედურა ბათუმის მერიაში უნდა გაიაროს. 

 

 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში