ბათუმის მერიამ სერვისცენტრების მშენებლობა დაიწყო

06 ნოემბერი 2018, 00:00 1618 ნახვა

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ბათუმში იანვარში დასრულდება. ამ წუთებში ერთ-ერთი ასეთი ობიექტი ვაჟა-ფშაველასა და ბესიკის ქუჩების კვეთაში შენდება.

ქალაქის მერი აცხადებს, რომ სერვისცენტრების მიზანია მოსახლეობის მომსახურების პროცესში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება, სწრაფი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება, რომელიც მისი თქმით, „ერთი ფანჯრის“ პრინციპის ამოქმედებას" გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში