მოსამართლე ირაკლი შავაძის საკითხი

06 ნოემბერი 2018, 00:00 1685 ნახვა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძის საკითხთან დაკავშირებით დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, წინასწარ რაიმეს თქმა დაუშვებელია, ვინაიდან საბჭოს მოსამართლე წევრის თქმით,  შავაძე ჯერ არ ყოფილა გასაუბრებაზე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს მოსამართლეს შორის დაპირისპირების საკითხს განიხილავს, მას შემდეგ, რაც ირაკლი შავაძემ საჯარო განცხადება გააკეთა და დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

შავაძემ არ გამორიცხა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება. 

ამავე კატეგორიაში