გზების რეაბილიტაცია ქედაში

07 ნოემბერი 2018, 00:00 1641 ნახვა

პირველი მაისი კოლოტაურის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის დაგება დასრულდა. ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 800 ათას ლარამდე დაიხარჯა.  რეაბილიტაცია ჩაუტარდა  ხიდს, მოეწყო 5 ერთეული საყრდენი კედელი, ლითონის მილი, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია და ასფალტობეტონის საფარი.

სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან  ერთად დაათვალიერა.  

ამავე კატეგორიაში