მაკონტროლებლები საწვავის ხარისხის შესამოწმებლად ბენზინგასამართ სადგურებზე გაუფრთხილებლად მივლენ

08 ნოემბერი 2018, 00:00 1732 ნახვა

საწვავის ხარისხის კონტროლის მიზნით, საქართველოში არსებული 80 ბენზინგასამართი სადგური შემოწმდება. მაკონტროლებლები ობიექტზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე მივლენ და სინჯებს აიღებენ. 

ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 240-მდე სინჯის აღება და ლაბორატორიებში შემოწმება იგეგმება.

ბიზნესოპერატორები დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი საწვავი სტანდარტებს არ შეესაბამება - საუბარია ნავთობპროდუქტებში ტყვიის, ბენზოლის, გოგირდისა და სხვა ნივთიერებების განსაზღვრულ მოცულობებზე. 

კომპანიებს, რომლებიც ნორმებთან შეუსაბამო საწვავის რეალიზაციას ახდენენ, 8 000 ლარიანი სანქცია დაეკისრებათ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელთა განმარტებით, მთავრობის დადგენილების პროექტის მიხედვით, მომავალი წლიდან დიზელის საწვავში გოგირდის შემცველობის ზღვარი კიდევ უფრო გამკაცრდება.

უხარისხო საწვავი ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედებას ახდენს, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე აისახება.  

ამავე კატეგორიაში