საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობა 23% გაიზარდა - აეროპორტების გაერთიანება 

08 ნოემბერი 2018, 00:00 1928 ნახვა

2018 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები ჯამში 4  მილიონ 354 ათას  423 მგზავრს მოემსახურა, რაც 23 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ინფორმაციას  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოქტომბრის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

2018 წლის ოქტომბერში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 41 ათას 980 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11 პროცენტით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ამავე კატეგორიაში