სოფელი მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე

08 ნოემბერი 2018, 00:00 2008 ნახვა

ქობულეთში სოფელ ჯიხანჯურში, ერთი თვეა მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს, ერთადერთი ავტობუსი, რომელიც სოფელს მუნიციპალიტეტის ცენტრს აკავშირებდა ავტოვარიაში მოხვდა. ადგილობრივების თქმით, არის სამარშრუტო ტაქსი, თუმცა მისი ფასი ორჯერ უფრო მეტია. ჯიხანჯურის გარდა, ამავე ავტობუსით, სხვა სოფლების მცხოვრებლებიც სარგებლობდნენ,მოსახლეობა ხაზის აღდგენას ითხოვს, ქობულეთის ტრანსრეგულირების სამსახურში ირწმუნებიან, რომ ავტობუსს ერთ კვირაში შეაკეთებენ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში