ლაშა დეკანაძის საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს 

09 ნოემბერი 2018, 00:00 2065 ნახვა

11-12 მარტის მოვლენებისას ხულიგნობის მუხლით  გასამართლებული ლაშა დეკანაძის საქმეზე დღეს უზენაესი სასამართლო იმსჯელებს.  იგი ამჟამად პირობით ვადაზე ადრეა გათავისუფლებული. განიხილება როგორც დაცვის  ასევე, ბრალდების მხარის საჩივრები. როგორც დეკანაძის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარე გამამართლებელ განაჩენს, ბრალდების კი 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს.

თავდაპირველად დეკანაძეს გამოძიება  პოლიციელზე თავდასხმას, პოლიციის  მანქანის დაზიანებას და დარბევას ედავებოდა, თუმცა სამივე ბრალდებაში გამართლდა,  მას 2  წლით პატიმრობა  ხულიგნობის  მუხლით მიუსაჯეს,  წელიწადნახევრის  შემდეგ კი პირობით გაათავისუფლეს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში