სოფელ ციხისძირში მოსახლეობამ აქცია გამართა

09 ნოემბერი 2018, 00:00 1442 ნახვა

სოფელ ციხისძირში  მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები  ავტობანის  გასწვრივ გამავალი შიდა სასოფლო გზის მოწესრიგებას ითხოვენ. ავტობანი  შიდა გზასთან შედარებით შემაღლებულია საიდანაც  წვიმის დროს  მიწა , ქვები და ნიაღვარი სოფლის  გზაზე ჩამოდის. ამ გზით 12 ოჯახი  სარგებლობს ,ყვებიან რომ წვიმის დროს  საფრთხეს ექმნება  მოსწავლეებს.  მოსახლეობა  ავტობანსა და შიდა გზას შორის დამცავი კედლის მოწყობას და სანიაღვრე არხების  ჩამოსხმას ითხოვენ.

შეკრებილებს ,მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი შეხვდა ,რომელიც ირწმუნება რომ პრობლემა მისთვის ცნობილია და კაპიტალური სამუშაოების განხორციელებას გეგმავენ თუმცა ვადებს ვერ აკონკრეტებს. ზაზა კაიკაციშვილის თქმით სანამ კაპიტალური დამცავები და არხები მოეწყობა  მანამდე ,რამდენიმე დღეში  მიმდებარე ტერიტორიას დროებით მოაწესრიგებენ

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში