ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულის ახლობლების პროტესტი

10 ნოემბერი 2018, 00:00 1732 ნახვა

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს, ისინი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაკავებულის ოჯახის წევრები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ბათუმში ათი პირი რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

ამავე კატეგორიაში