ეტლით მოსარგებლეთა მსოფლიო თასი

10 ნოემბერი 2018, 00:00 1206 ნახვა

თბილისი ეტლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. ტურნირი 2020 წელს ტოკიოში გასამართი პარაოლიმპიადის ლიცენზიების მომტანია. საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. ქვეყნის ღირსებას მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზედაშვილი, მირანდა გიგაშვილი და ირმა ხეცურიანი იცავენ. შეჯიბრის პირველ დღეს რაპირით ფარიკაობაში საუკეთესო შედეგი სწორედ ხეცურიანს ჰქონდა. მან მეხუთე ადგილი დაიკავა.

ქართული დელეგაცია წარმატებას ხმლით ფარიკაობაში ელოდება. დღეს ეტლით ფარიკაობის მსოფლიო კონგრესი გაიმართება. თასის გათამაშება კი ხვალ  პარასპორტსმენების დაჯილდოვებით და დახურვის ცერემონიალით დასრულდება. მიმდინარე მსოფლიო თასზე 45 ქვეყნის 500 – მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.

ამავე კატეგორიაში