ორჯერ გადავადებული პროექტი - სოფლები წყლის გარეშე

10 ნოემბერი 2018, 00:00 1486 ნახვა

სამი სოფლის ერთ სატკივარზე გიამბობთ. ფურტიო, ბუთურაული და ნენია - შუახევის სოფლებია, სადაც უკვე წლებია, სასმელი წყალი დეფიციტშია.  და ეს მაშინ, როდესაც პრობლემის მოსაგვარებლად 2015 წელს 4 მილიონ 917 ათასი ლარი გამოიყო, ტენდერიც გამოცხადდა და მასში გამარჯვებულიც გამოვლინდა, რომელსაც სამუშაოები გასულ წელს უნდა დაესრულებინა.

თუმცა, მოსახლეობისთვის სამი წლის შემდეგაც არაფერი შეცვლილა.  ტენდერში გამარჯვებულმა  რუსულმა კომპანია “ვლადნეფტპროდუქტმა“ აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, ეს ის კომპანიაა, რომელიც  დისკვალიფიცირებული იყო სატენდერო კომისიის მიერ, თუმცა დავების საბჭოში გასაჩივრების შემდეგ, ტენდერში გამარჯვებულად მაინც ის გამოცხადდა. ამჟამად, კომპანიაში ვალდებულებების შეუსრულებლობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ეს უკანასკნელი კი, პირიქით -კომპანიას აბრალებს. 

ამავე კატეგორიაში