მოქალაქეს 51 474 ლარის ღირებულების ოქრო სარფში მალულად შემოჰქონდა

13 ნოემბერი 2018, 00:00 1972 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელსაც სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები მალულად შემოჰქონდა.

სამართალდამცველები მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევას ედავებიან და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში  5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მალულად შემოიტანა 916 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობა, რომლის  საბაჟო ღირებულება 51 474 ლარს შეადგენდა.

ამავე კატეგორიაში