სარფის საბაჟო 13-15 ნოემბერს შეფერხებით იმუშავებს

13 ნოემბერი 2018, 00:00 4806 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სარფის საბაჟო სამი დღის განმავლობაში  შეფერხებებით იმუშავებს. 13-15 ნოემბერს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე საბაჟო პროცედურები შეჩერდება. 

''საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მოხდება შეფერხებით. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება'' - წერია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამავე კატეგორიაში