ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა მტირალას ეროვნულ პარკში

13 ნოემბერი 2018, 00:00 1670 ნახვა

ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა მტირალას ეროვნულ პარკში. მოსწავლეებმა პარკში საერთაშორისო თამაში „Geocaching“ ითამაშეს. თამაშში ადგილობრივი საჯარო  სკოლის 20 მოსწავლე  მონაწილეობდა.

ოთხი  გუნდი GPS-კოორდინატების, ადგილის ფოტოსურათისა და ზეპირი აღწერილობის მიხედვით 2 საათის განმავლობაში ეძებდა პარკის თანამშრომლების მიერ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში წინასწარ დამალულ სიმბოლურ ''განძს''. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით,  მიმდინარე წელს, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ამავე კატეგორიაში