მოქალაქემ ტროტუარი სამშენებლო მასალებით ჩახერგა

13 ნოემბერი 2018, 00:00 2340 ნახვა

მოქალაქემ სამშენებლო ნარჩენები საავტომობილო გზასთან ახლოს, ტროტუარზე დაყარა. ფიზიკური პირი ბათუმის ''სანდასუფთავების'' სამსახურის წარმომადგენლებმა გააფრთხილეს და ტერიტორიიდან ნაგვის დაუყოვნებლივ გატანა დაავალეს.

იგი ამბობს, რომ სამშენებლო ნარჩენების სხვა ტერიტორიაზე გადატანას დღეს ისედაც აპირებდა. 

ნარჩენების მართვის კოდექსით, შენობიდან ნაგვის გამოტანა თუ დაუყოვნებლივ არ ხდება მისი ავტომობილზე დატვირთვა და გადაყრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ფიზიკური პირების შემთხვევაში საჯარიმო თანხა 200-დან 500 ლარამდე მერყეობს. 

შპს "სანდასუფთავების" სამსახურის წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით მონიტორინგს ყოველდღიურად ატარებენ. ისინი შემთხვევის ადგილზე მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზეც გადიან. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში