უკანონო მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე

14 ნოემბერი 2018, 00:00 1809 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის 9 ნომერში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი სახლზე უნებართვო დაშენება დაიწყო. როგორც აჭარის კულტმემკვიდრეობის სააგენტოში განაცხადეს, ამის შესახებ მათთან  სატელეფონო შეტყობინება  შევიდა. როგორც წესი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებზე რემონტისა და მშენებლობის დაწყების ნებართვის მოსაპოვებლად განცხადება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უნდა შევიდეს, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა.

უკანონო მშენებლობის  აღსაკვეთად მემედ აბაშიძის 9-ში მდებარე სახლის   ამხანაგობას სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა. როგორც სააგენტოში განმარტავენ, თუ მშენებლობა 5 დღის განმავლობაში არ შეწყდება, ამხანაგობა 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ამავე კატეგორიაში