ალინა ურუშაძის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

14 ნოემბერი 2018, 00:00 1708 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე” ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ იუნიორთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თავისუფალ პროგრამაში ურუშაძემ 93,08 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა.

მოკლე და თავისუფალ პროგრამებში კი ჯამში 139,87 ქულის მოპოვება შეძლო და მხოლოდ ერთ მეტოქეს ჩამორჩა. შეჯიბრებაში 13 ქვეყნიდან 29 სპორტსმენი მონაწილეობდა.

ამავე კატეგორიაში