სახანძრო უსაფრთხოების ვიდეო რგოლი ტურისტული ობიექტებისთვის

14 ნოემბერი 2018, 00:00 1398 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სახანძრო-უსაფრთხოების სასწავლო ვიდეო დაამზადა.  ვიდეომასალაში ყურადღება გამახვილებულია იმ ძირითად წესებსა და მანიშნებლებზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ტურისტული ობიექტების თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის.

როგორ უნდა იმოქმედოს ცალკეულმა პირმა საგანგებო სიტუაციებისას, რას ნიშნავს სახანძრო-უსაფრთხოების მანიშნებლები და როგორ შეიძლება ცალკეული რისკის თავიდან არიდება  - ამ ყველაფრის სწავლა სწორედ აღნიშნული ვიდეო-მასალითაა შესაძლებელი.

დეპარტამენტი აღნიშნულ ვიდეო მასალას ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს წლის ბოლომდე დაურიგებს. გარდა ვიდეორგოლისა მომზადებისა, დეპარტამენტმა წლის დასაწყისში კვებისა და განთავსების ობიექტების 300-მდე თანამშრომელი სახანძრო-უსაფრთხოების მიმართულებით გადაამზადა. 

ამავე კატეგორიაში