ბათუმის პორტიდან უკრაინის მიმართულებით მანდარინით დატვირთული პირველი ბორანი გადის. დღეიდან ციტრუსის ექსპორტი რეგულარულად განხორციელდება.ბორანი კვირაში სამჯერ გავა ბათუმის პორტიდან. ამ გზით 30 ათასი ტონა ციტრუსის გატანაა დაგეგმილი.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, წელს რეგიონში 60 ათასამდე ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. უკრაინის გარდა ციტრუსის გატანა იგეგმება რუსეთსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში.