ნარკოტიკების სავარაუდო სამალავები მახინჯაურში

14 ნოემბერი 2018, 00:00 7751 ნახვა

რას ეძებს შინაგან საქმეთა სამინისტრო მახინჯაურში? უწყებაში არაფერს გვიდასტურებენ, ადგილობრივები კი ამბობენ რომ ბოლო პერიოდში გახშირებული პატრულირება სავარაუდოდ ნარკოტიკების სამალავებს უკავშირდება. სქემა, რომლის შესახებაც მახინჯაურში გვიყვებიან ასეთია: რეალიზატორები გაყიდულ ნივთს მიწაში ტოვებენ, ადგილს ფოტოს უღებენ და მყიდველს უგზავნიან, მოგვიანებით მიდის მყიდველი, თხრის მონაკვეთს და იღებს შენაძენს.

სავარაუდო სამალავების შესახებ ადგილობრივებმა შსს-ს თავად შეატყობინეს.  გვეუბნებიან, რომ მიწის ქვეშ დამალული ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია მათ პირადად მოისმინეს სავარაუდო მყიდველებისგან. შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ძებნის შესახებ ფაქტს, ამასთან არ ავრცელებენ ინფორმაციას რამდენიმე პირის შესაძლო დაკავების შესახებ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში