ნავსადგურის თანამშრომლების პროტესტი

15 ნოემბერი 2018, 00:00 2076 ნახვა

ბათუმის პორტში მინერალური სასუქების საწყობისა და ტერმინალის მშენებლობა იგეგმება, რომელიც ადმინისტრაციის ცნობით, დამატებითი ტვირთების გადაზიდვას შეუწყობს ხელს.

ამასთან, ადმინისტრაციისვე ცნობით, არათუ შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა, არამედ მოიმატებს დასაქმებულების რიცხვი - ამის შესახებ პორტის მენეჯმენტმა წერილობითი განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პორტის თანამშრომლებმა მოსალოდნელი მშენებლობა გააპროტესტეს. ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია მშენებლობის დაწყების ან ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი.

თანამშრომლები კი ირწმუნებიან, რომ ეს მალე მოხდება და მათ ამის თქმის საფუძველს მთავრობის თავმჯდომარის პორტის ადმინისტრაციასთან შეხვედრა აძლევს. თორნიკე რიჟვაძის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ეს შეხვედრა  გაცნობითი ხასიათის იყო და საუბარი არ შეხებია ქიმიურ ტერმინალს.

პროფკავშირების და თანამშრომლების  პროტესტის მთავარი მიზეზი, მათი თქმით არის ის რომ ტერმინალი შექმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, ადმინისტრაცია კი ირწმუნება რომ აშენდება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში