ცესკოს გადაწყვეტილებას  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ გაასაჩივრებს

16 ნოემბერი 2018, 00:00 1490 ნახვა

ცესკოს გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო “გაასაჩივრებს.  საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.

ეკა გიგაურის განცხადებით, ცესკოს გადაწყვეტილება კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.მისივე თქმით, არჩევნების შუა კვირაში ჩანიშვნა კანონდარღვევა არ არის, თუმცა ამით ცესკომ მოსახლეობის ინტერესები არ გაითვალისწინა.  

ცნობილია, რომ უცხოეთში მცხოვრებლებს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საკუთარი არჩევანის გაკეთების საშუალება ღამის 12 საათამდე ექნებათ.  გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის მიზეზი, რომ არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ტარდება, რაც შეიძლება ხელისშემშლელი აღმოჩნდეს ემიგრანტებისთვის. 

ამავე კატეგორიაში