გორგილაძის 116 ნომერთან ტროტუარზე რკინის ბოძები კომპანიამ უნებართვოდ დაამონტაჟა

01 ნოემბერი 2018, 00:00 1551 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის 116 ნომერთან ტროტუარზე 9 ცალი რკინის ბოძები კომპანიამ უნებართვოდ დაამონტაჟა. სავარაუდოდ, ისინი სავალი ნაწილის გადაკეტვას და დროებითი კონსტრუქციის დადგმას გეგმავენ. კომპანია Mjm-მა მერიას მრავალსართულიანი სახლი მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით ერთი კვირის წინ მიმართა. თვთმმართველობისგან პასუხია არ მიუღია, თუმცა ტერიტორიის მომზადება უკვე დაიწყო. შენობის დაცლა კი კიდევ უფრო ადრე მოხდა. 

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში აცხადებენ, რომ მონიტორინგის ჯგუფი გორგილაძის ქუჩაზე დღეს დილით იმყოფებოდა. კომპანიის წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა, რის გამოც გააფრთხილეს და სამუშაოების შეჩერება მოსთხოვეს. 

თუ კომპანია ნებართვას ვერ მიიღეს, არ არის გამორიცხული უკვე გაკეთებული ბოძების დემონტაჟი მოხდეს - განმარტავენ სააგენტოში.

მერიაში ამბობენ, რომ მშენებლობის პროცესის მიმდინარეობის დროს, თუ ტერიტორია დროებითი ჯებირით იკეტება, კომპანია ვალდებულია ალტერნატიული გადასასვლელი ხიდი მოაწყოს, თან ისე რომ ადამიანებს გადაადგილების დროს პრობლემა არ შეექმნათ. 

გორგილაძის 116 ნომერში, სადაც გასულ საუკუნეში ბრიტანულ ჯარებს ჰქონდათ ბინა ინგრევა. ოჯახების ნაწილი ინვესტორმა ქირით გაიყვანა. მათთან მოლაპარაკებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახლის დიდი ნაწილი დაცლილია. 

ორსართულიან კორპუსში ამ ეტაპზე მხოლოდ ორი ოჯახი რჩება, მოლაპარაკება აღნიშნულ პირებთანაც შედგა, თუმცა სახლის დანგრევამდე ისინი აქ რჩებიან. მათი ინფორმაციით იგეგმება მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა, სადაც ბინებს მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში