მდგრადი ურბანული განვითარების ფორუმი

01 ნოემბერი 2018, 00:00 1096 ნახვა

მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა დღეს ბათუმში. ქალაქის მთავარ პრობლემად სატრანსპორტო ქსელი და გაუმართავი ტრანსპორტი დასახელდა. ექსპერტების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია კი ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობას ეხება, ამასთან ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანას. ისინი, მიიჩნევენ რომ ადგილობრივი მთავრობები ამ პრობლემას დამოუკიდებლად ვერ გადაჭრიან, რადგან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ასე რომ მხარეები თანხმდებიან დონორი ორგანიზაციების ფინანსური დახმარების აუცილებლობაზე.

სწორედ ამ ფორმით მოხდება ცოტა ხანში ქალაქში 10 ერთეული ენერგო-ეფექტური ავტობუსის შემოყვანა. სწორედ მუნიციპალური ტრანსპორტის გამართვაზეა დამოკიდებული ქალაქის განტვირთვა და ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა, ცნობისთვის დღესდღეობით ბათუმში მცხოვრებ მოქალაქეთა თითქმის ნახევარს საკუთარი ავტომობილი ჰყავს. მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის გაფართოვება და გამართვა კი ამ რიცხვს სავარაუდოდ შეამცირებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში