აბასთუმანში ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

17 ნოემბერი 2018, 00:00 1598 ნახვა

აბასთუმანში ახალი თანამედროვე სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დასასვენებელი კომპლექსი  დაბის შესასვლელთან ახლოს განთავსდება. დავით სერგეენკო ამბობს, რომ ტერიტორიაზე კლიმატოლოგიური კვლევა ჩატარებულია.

რაც შეხება ძველ შენობას, მინისტრის თქმით  მის მდგომარეობას შეისწავლიან, თუმცა რეკონსტრუქციას გამორიცხავს. დავით სერგეენკოს განცხადებით ტუბერკულოზის ჩხირი შესაძლოა  წლების განმავლობაში დარჩეს შენობის ნაპრალებში, ამიტომ იქ არსებული მდგომარეობა საფრთხეს უქმნის პაციენტებსა და გარემოს. ცენტრი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში აშენდება, და გარდა ტუბერკულოზისა, ფილტვების სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს მოემსახურება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში