აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებენ

17 ნოემბერი 2018, 00:00 1280 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებენ. ყურადღება გამახვილდება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე.

ა​​ნგარიშში საუბარი შეეხება რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებისა და საერთაშორისო ფრენების  რაოდენობის ზრდასაც. ტურიზმის დეპარტამენტმა პრეს - ინფოტურის ფარგლებში რეგიონში 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს უმასპინძლა.

ამავე კატეგორიაში