საარჩევნო ტრენინგი ჟურნალისტებისა და დამკვირვებლებისთვის

17 ნოემბერი 2018, 00:00 1673 ნახვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, კენჭისყრის პროცედურები გააცნო დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერმა. მალხაზ ჭკადუა მონაწილეებს კიდევ ერთხელ  დეტალურად ესაუბრა  უფლებებზე, რაც კენჭისყრის დღეს აქვთ. გააცნო ფაქტები, რა ითვლება დარღვევად და გასცა  რეკომენდაციები რას უნდა მიექცეს ყურადღება საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობისას.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს აჭარასა და გურიაში ორგანიზაციის 40-მდე წარმომადგენელი დააკვირდება. იმუშავებენ მობილური ჯგუფებიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს რეგიონული ოფისების მენეჯერის შეფასებით, მეორე ტურის წინ საარჩევნო გარემო ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში