აშშ ჯამალ ხაშოგის მკვლელობისა და მკვლელობაში ეჭვმიტანილის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებს

18 ნოემბერი 2018, 00:00 1503 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშაღის მკვლელობის შესახებ უახლოეს მომავალში სრულ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში დამნაშავე საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბენ სალმანია. თუმცა, ტრამპი ამბობს, რომ მედიის მეშვეობით გამოქვეყნებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნა არ იყო საბოლოო. აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში კი ნათქვამი იქნება, ვინაა მკვლელი.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ჰიზერ ნოიერტის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ დამატებით ზომებს მიმართავს.საუდელი ჟურნალისტი 2018 წლის 2 ოქტომბერს გაუჩინარდა. ის სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მეუღლესთან გაყრის შესახებ საბუთის ასაღებად მივიდა, სადაც ის მოკლეს. თურქეთის პროკურატურამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოკლული ჟურნალისტის  ცხედარი დაანაწევრეს. გამოცემა The Washington Post​-ის ინფორმაციით კი, ცხედარი მჟავის საშუალებით გაანადგურეს.

ამავე კატეგორიაში