ქართველი მოჭიდავეები მსოფლიოს ჩემპიონატიდან, სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით სამშობლოში დაბრუნდნენ

20 ნოემბერი 2018, 00:00 1980 ნახვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. ნაკრების წევრებს გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ. სპორტსმენები მსოფლიოს 23 წლამდელთა ჩემპიონატიდან სამი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

ჩემპიონები გახდნენ ძმები ავთანდილ და  ნიკოლოზ კენჭაძეები და  გივი მაჭარაშვილი.  ბრინჯაოს მედალს 125 კგ წონითი კატეგორიაში კი როლანდ ანდრიაძე დაეუფლა. საქართველოს 23 წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 50-ზე მეტი გუნდი გამოვიდა, მეორე ადგილი დაიკავა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში